დამწვარი ადამიანების სუნია, ენითაღუწერელი სისასტიკე ხდება - ცნობები ისრაელიდან

11.10.23 11:18
დამწვარი ადამიანების სუნია, ენითაღუწერელი სისასტიკე ხდება - ცნობები ისრაელიდან

"ღაზას მახლობლად სოფლებში დამწვარი ადამიანების სუნია, იქ ენითაღუწერელი სისასტიკე ხდება" - ადგილობრივები ისრაელიდან მძიმე სიტუაციაზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, ტერორისტებმა უსასტიკესი მეთოდებით გადაუარეს ღაზასთან საზღვრისპირა სოფლებს, სადაც ადამიანები ცოცხლად დაწვეს, ბავშვები აწამეს, ხოლო მოხუცები და არასრულწლოვანები კი გააუპატიურეს და მოკლეს. 

საუბარიც კი მიჭირს იმაზე, რაც ახლა ისრაელში ხდება, ჩემი ოჯახის სამი წევრი ახლა ბრძოლის ველზეა. ჩემი ორი დისშვილი, რომლებმაც ჯარი რამდენიმე თვის წინ დაამთავრეს ახლა ომში არიან, ისინი გვიგზავნიან საშინელ შეტყობინებებს ადგილიდან. გვწერენ, რომ ღაზას მახლობლად სოფლებში სადაც შედიან დამწვარი ადამიანების სუნია, იქ ენითაღუწერელი სისასტიკე ხდება, ადამიანები ცოცხლად დაწვეს, აწამეს ბავშვები, გააუპატიურეს მოხუცები და არასრულწლოვანები და შემდეგ მოკლეს, სუნთქვაც კი შეუძლებელია ახლა სოფლებში, რომლებსაც ტერორისტებმა უსასტიკესი მეთოდებით გადაუარეს. ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი ჩვენ ვერ დაგვაჩოქებენ, ისრაელი ძლიერია და ამ განსაცდელსაც აუცილებლად გადაიტანს", - ამბობს ადგილობრივი.