"ვინც მოდის თავების მოსაკვეთად, ჰოლოკოსტის გადარჩენილთა მოსაკლავად, ჩვენ მას კომპრომისების გარეშე მოვსპობთ"- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

11.10.23 11:44
"ვინც მოდის თავების მოსაკვეთად,  ჰოლოკოსტის გადარჩენილთა მოსაკლავად, ჩვენ მას კომპრომისების გარეშე მოვსპობთ"- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ვინც მოდის თავების მოსაკვეთად, ქალების მოსაკლავად, ჰოლოკოსტის გადარჩენილთა მოსაკლავად, ჩვენ მას მოვსპობთ კომპრომისების გარეშე"  - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზასთან საზღვარზე სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

ჰამასს სურდა ცვლილება ღაზაში, და იქნება ცვლილება 180 გრადუსით. ამ მომენტს ინანებენ. ღაზა არასოდეს დაუბრუნდება იმას, რაც იყო. რამდენიმე თვეში აქ, ბეერიში დავბრუნდებით და სხვა სიტუაცია იქნება. კიბუცის პრობლემას ბოლო მეტრამდე მოვაგვარებთ და რაც ღაზაში მოხდა, არ მოხდება“,- თქვა  იოავ გალანტმა.