ჰეზბოლას ორი სადაზვერვო ობიექტი განადგურებულია, ეს იყო შურისძიება ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე - მინისტრი

11.10.23 11:52
ჰეზბოლას ორი სადაზვერვო ობიექტი განადგურებულია, ეს  იყო შურისძიება ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე - მინისტრი

ისრაელის არმიის პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს თქმით,  თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას ორი სადაზვერვო ობიექტი ამოიღო სამიზნეში.

ადრაეს განცხადებით, ეს იყო შურისძიება ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას ორი სადაზვერვო ობიექტი ამოიღო სამიზნეში. ეს  იყო შურისძიება ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე. თავდაცვის ძალები მზადარის სხვადასხვა სცენარისთვის და იმისთვის რომ დაიცვას ისრაელის მოქალაქეები. მზად ვართ ყველა ფრონტზე და ვუპასუხებთ ნებისმიერ მხარეს, რომელიც არსებული გარემოებების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება"- თქვა მან.  

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე თავდასხმების სერია 7 ოქტომბერს დაიწყო. მათ ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, ჰამასის წევრები სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ და ათობით ადამიანი მოკლეს. 

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

 

მსგავსი სიახლეები