ღაზას სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში ომი გაშუქებისას, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
არ არის გამორიცხული, რომ დაღუპული კორესპონდენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მხარეები ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ.
CNN -ის ცნობით, მედიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მუშაობა უკიდურესად რთულ ვითარებაში უწევთ.