ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიას დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია. უკრაინის პრეზიდენტი დღეს NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად პრესის წინაშე წარდგება.
დღეს, ე.წ. რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტი იენს სტოლტენბერგთან ერთად ზელენსკი მედიის კითხვებსაც უპასუხებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბრიუსელს მეორედ ეწვია.