"ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ,მზად ვართ, თუ საჭირო გახდება, დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ" - ბაიდენი

"ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ, მზად ვართ, თუ საჭირო გახდება, დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მ შეკავების უზრუნველსაყოფად "რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება" უკვე გააძლიერა.
"თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა და მზად ვართ თუ საჭირო გახდება დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ .ჩვენი გულები შესაძლოა გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა", - განაცხადა ბაიდენმა.