ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - აშშ ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეაზე მსჯელობს

11.10.23 13:32
ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - აშშ ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეაზე მსჯელობს

ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია -  აშშ ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეაზე მსჯელობს.

მოლაპარაკებები ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად მიმდინარეობს.

თეთრი სახლიდან ვისმენთ მხოლოდ იმას, რომ ეს არის მხოლოდ იდეა, რომლის დეტალებსაც დიპლომატიურ არხებთან გადიან.

„აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო.”  - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიაშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი.

მსგავსი სიახლეები