არ მოგვიკლავს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენ ვუპასუხეთ 75 წლიან ოკუპაციას - "ჰამასის" ლიდერი
"ჰამასის" ლიდერი აცხადებს, რომ მათ არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ მოუკლავთ და რომ ეს პასუხი იყო 75 წლიან ოკუპაციაზე.
"ჰამასის" თქმით, მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა, ისრაელის ხელწერაა და სწორედ ისრაელი კლავს უდანაშაულო ადამიანებს.
შოკირებული ვარ, რომ ისრაელის პროპაგანდას ეყრდნობით. ჩვენ არ მოგვიკლავს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ოპერაციის ფარგლებში მხოლოდ ისრაელის ჯარისკაცები დაიხოცნენ. ეს ისრაელის ხელწერაა - პალესტინელი ხალხის, მათ შორის მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა. ჩვენ ხელახლა უნდა განვსაზღვროთ, ვინ არის უბრალო მოქალაქე. დასავლეთში დასახლებულებს, იარაღით ხელში, რომლებმაც გადაწვეს ქალაქი, მე ვერ ვუწოდებ მშვიდობიანს. ეს იყო პალესტინელი ხალხის წინააღმდეგობა, ირანს ამ ყველაფერში სამხედრო მონაწილეობა არ მიუღია, ჩვენ ვუპასუხეთ 75 წლიან ოკუპაციას. ისინი დღესაც კლავენ უდანაშაულო ადამიანებს. ყოველთვის თავდასხმის და საფრთხის ქვეშ ვიყავით, ჩვენ ვცხოვრობთ ღია ცის ქვეშ ციხეში". -ამბობს "ჰამასის" ლიდერი.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე თავდასხმების სერია 7 ოქტომბერს დაიწყო. მათ ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, ჰამასის წევრები სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ და ათობით ადამიანი მოკლეს.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.