ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება - რომის პაპი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს

11.10.23 14:10
ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება - რომის პაპი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს

"მოვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ" - ამ გზავნილით რომის პაპი ვატიკანში, ყოველკვირეული აუდიენციის დროს საუბრობს.

პაპმა ფრანცისკემ შეშფოთება გამოხატა ღაზას სრული ალყის გამო, სადაც პალესტინელები ცხოვრობენ და ახლო აღმოსავლეთს მშვიდობისკენ მოუწოდა.

მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ... ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე“, - ამბობს რომის პაპი, ფრანცისკე.

მსგავსი სიახლეები