ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა

11.10.23 14:47
ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

„ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები ისრაელის სამართალდამცავებთან ერთად 6 დაკარგული უკრაინელის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

დაშავებულების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.