აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს

11.10.23 15:05
აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს

მძიმე ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა ჯერ ჯერობით რკინის გუმბათი მათ განეიტრალებს ახერხებს. დღეს უკვე ცხელი წერტილია ლიბანის საზღვარიც, სადაც მძიმე ტექნიკა დგას!

პარალელურად, ღაზას სექტორი ისევ იბომბება - 900 დაღუპული და  2 329 განადგურებული ობიექტი.  ისრაელმა იერიში  ცოტა ხნის წინ "ჰამასის" უნივერსიტეტზეც მიიტანა, სადაც იარაღის საწარმოები და სამეთაურო პუნქტები იყო განთავსებული.