ისრაელმა, მშვიდობიან მოქალაქეებზე იარაღის ტარების ნებართვა გასცა
ისრაელმა, მშვიდობიან მოქალაქეებზე იარაღის ტარების ნებართვა გასცა - ისრაელის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ შერეულ ქალაქებში არეულობის საფრთხეა, სწორედ ამიტომ მოქალაქეებს უფლება მიეცა იარაღის ტარებისა და გამოიყენების.
ეს ომი ადასტურებს, რომ მოქალაქეები გმირები არიან, ეს ომი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის შეიარაღება, სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფები ძლიერი პოლიციის პარალელურად. ჩვენ უფრო მეტ იარაღს გავანაწილებთ, რადგან ომმა გვაჩვენა რამდენად სჭირდებათ შეიარაღება მშვიდობიან მოქალაქეებს. სდეროტის ყველა მცხოვრებს ახლა შეუძლია ცეცხლსასროლი იარაღის მოპოვება და ტარება. პარალელურად, მე დავავალე პოლიციის კომისარს მოემზადოს „კედლების მცველი 2 -ის სცენარისთვის". - განაცხადა ისრაელის უშიშროების მინისტრმა.
მძიმე ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა ჯერ ჯერობით რკინის გუმბათი მათ განეიტრალებს ახერხებს. დღეს უკვე ცხელი წერტილია ლიბანის საზღვარიც, სადაც მძიმე ტექნიკა დგას!
პარალელურად, ღაზას სექტორი ისევ იბომბება - 900 დაღუპული და 2 329 განადგურებული ობიექტი. ისრაელმა იერიში ცოტა ხნის წინ "ჰამასის" უნივერსიტეტზეც მიიტანა, სადაც იარაღის საწარმოები და სამეთაურო პუნქტები იყო განთავსებული.