„ჰამასს“ ომის დასასრულს არ ექნება შესაძლებლობა, დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები - თავდაცვა
ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი სამიზნე ღაზას სამეთაურო პუნქტებია. უკვე ჩაყენებულია სრული შემადგენლობა ღაზას სექტორთან, რათა კონტროლი მთლიანად იყოს ისრაელის თავდაცვის ძალების ხელში.
ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორთან და ემზადებიან იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ისრაელის მთავრობამ მოგვცა და ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“ ომის დასასრულს არ ექნება სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც მათ შეეძლებათ, დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები". - აცხადებენ ისრაელის თავდაცვაში.
მძიმე ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა ჯერ ჯერობით რკინის გუმბათი მათ განეიტრალებს ახერხებს. დღეს უკვე ცხელი წერტილია ლიბანის საზღვარიც, სადაც მძიმე ტექნიკა დგას!
პარალელურად, ღაზას სექტორი ისევ იბომბება - 900 დაღუპული და 2 329 განადგურებული ობიექტი. ისრაელმა იერიში ცოტა ხნის წინ "ჰამასის" უნივერსიტეტზეც მიიტანა, სადაც იარაღის საწარმოები და სამეთაურო პუნქტები იყო განთავსებული.