"ჩემი შვილმა პატარა და აიყვანა და ბომბ დამცავ ოთახში გაიქცა" - ისრაელში მცხოვრები ქართველი
ისრაელში მძიმე ვითარებაა - ომის ეპიცენტრში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც ყოველწუთიერად ბომბების ქვეშ უწევთ ცხოვრება, ამაღელვებელ ამბებს "უყვებიან" პირველებს და ამბობენ, რომ ისრაელის ერთიანობას ვერავინ გატეხს.
ჩემი შვილი ჩემს გვერდით იყო და სანამ სულ პატარა ავიყვანე საწოლიდან, ის გაიქცა და მისი დაიკო საწოლიდან აიყვანა და გაიქცა ბომბ დამცავ ოთახში. აგროვებენ პროდუქტებს, ტკბილეულს, ხატავენ ნახატებს, უგზავნიან ჯარისკაცებს, რათა ისინი გაამხნეონ. მე მსგავსი რამ არ მინახავს არასდროს. ისრაელი არის ძალიან ძლიერი, ძალიან ერთიანი. აქაურ ხალხს ასე ადვილად ვერ გატეხ. ისრაელელები, რომლებიც ქვეყანაში არ იყვნენ, ბრუნდებიან და უერთდებიან ჯარისკაცებს. ხალხი სახლში ამზადებს საკვებს ჯარისკაცებისთვის, დგანან სამხედრო გზებზე და აწვდიან". - ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი.
მძიმე ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - აშქელონის და აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა ჯერ ჯერობით რკინის გუმბათი მათ განეიტრალებს ახერხებს. დღეს უკვე ცხელი წერტილია ლიბანის საზღვარიც, სადაც მძიმე ტექნიკა დგას!
პარალელურად, ღაზას სექტორი ისევ იბომბება - 900 დაღუპული და 2 329 განადგურებული ობიექტი. ისრაელმა იერიში ცოტა ხნის წინ "ჰამასის" უნივერსიტეტზეც მიიტანა, სადაც იარაღის საწარმოები და სამეთაურო პუნქტები იყო განთავსებული.