ისრაელს ოკუპირებული აქვს პალესტინელების წინაპრების მიწა - პუტინი

11.10.23 18:22
ისრაელს ოკუპირებული აქვს პალესტინელების წინაპრების მიწა - პუტინი

ისრაელს ოკუპირებულ აქვს პალესტინელების წინაპრების მიწა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ერაყის პრემიერ მინისტრი მუჰამედ სუდაი ესწრებოდა, პუტინმა აღნიშნა, რომ პალესტინის პრობლემა ყველა ადამიანის გულშია და წარმოუდგენელი უსამართლობა უწოდა იმას, რაც ახლა იქ ხდება.

„ისრაელი შეიქმნა, როგორც ვიცით, მაგრამ პალესტინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, არასოდეს შექმნილა სხვადასხვა გარემოებების გამო. უფრო მეტიც, იმ მიწების ნაწილი, რომელსაც პალესტინელები თვლიან მათ საკუთრებად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გზით არის ოკუპირებული ისრაელის მიერ სამხედრო ძალის დახმარებით“, - განაცხადა პუტინმა.