"საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა არ ესმის ევროპული ღირებულებები" - კორტნი ორბანის ვიზიტზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს ეხმაურება.
"თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, მათ შესაძლოა არ ესმით ევროპული ღირებულებები ან ევროკავშირი", - წერს უილიამ კორტნი Twitter-ზე.