ჯარისკაცებს მოკლულები ყველა სახლში ხვდებათ - ასეთი სისასტიკე ისრაელში ჰოლოკოსტის შემდეგ არ ახსოვთ

11.10.23 20:09
ჯარისკაცებს მოკლულები ყველა სახლში ხვდებათ - ასეთი სისასტიკე ისრაელში ჰოლოკოსტის შემდეგ არ ახსოვთ

 

2 ათასზე მეტი გარდაცვლილი 5 დღეში. ასეთი სისასტიკე ისრაელში ჰოლოკოსტის შემდეგ არ ახსოვთ. საკუთარ სახლებში დახოცილი ოჯახები, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები - ტერორისტები არავის ინდობდნენ. მე ასეთი არაფერი მინახავს -ამბობს ისრაელის არმიის გენერალი 40 წლიანი სტაჟით. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სასაკლაოდ ქცეულ კიბუცში შევიდა და თავმოჭრილი ბავშვები საკუთარი თვალით  ნახა. მიწასთან გასწორებულ სოფელში ტერორისტებმა ცოცხალი არავინ დატოვეს. 

ზოგიერთი ბავშვი სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ თავდასხმის დროს სკოლაში იმყოფებოდა, თუმცა სახლში დაბრუნებულებს ცოცხალი ოჯახის წევრები აღარ დახვდათ. ახლა იმ  მძიმე საათებს იხსენებენ, როდესაც  ტერორისტების ტყვიებს სასწაულით  გადაურჩნენ. 1000-მდე დაღუპულია ღაზას სექტორშიც. ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად მოსახლეობის ნაწილმა სახლების დატოვებაზე უარი თქვა.  გარდაცვლილთა უმეტესობა სწორედ ღაზაში ჩამოვარდნილ რაკეტებს ემსხვერპლა.