მორიგი სატელეფონო საუბარი ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის

11.10.23 20:05
მორიგი სატელეფონო საუბარი ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენჟამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის მხარდამჭერი გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.  აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ.

ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელის პრემიერმინისტრს გუშინაც ესაუბრნენ და ისრაელისთვის  აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს.