აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს

აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვაზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის” ფორმატი) მე-16 სხდომის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კოალიციის ხელმძღვანელობისას აშშ საკუთარი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას მოახდენს უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან, და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინული F-16 ავიაგამანადგურებლების პოტენციალის განვითარებას.