"ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 33 "შაჰიდიდან" 28 გავანადგურეთ" - უკრაინის საჰაერო ძალები

12.10.23 10:10
"ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 33 "შაჰიდიდან" 28 გავანადგურეთ" - უკრაინის საჰაერო ძალები

გვიან ღამით რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 33 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან 28 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეტევა ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ისინი ამ წუთამდე აგრძელებენ თავდასხმების მოგერიებას ბახმუტის,  ლიმანის, ავდიევკას, მარინკას, შახტარსკისა და კუპიანსკის მიმართულებით.