სოლიდარობის ნიშნად ზელენსკი შესაძლოა, ისრაელში ჩავიდეს

12.10.23 10:24
სოლიდარობის ნიშნად ზელენსკი შესაძლოა, ისრაელში ჩავიდეს

სოლიდარობის ნიშნად უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა, ისრაელში ჩავიეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. Ynet-ის ცნობით, ვიზიტი ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა ისრაელისა და უკრაინის შესაბამის უწყებებს შორის კონტაქტი უკვე შედგა. 

ჩვენ ომში ვიმყოფებით და ვიცით, რას ნიშნავს ტერორისტების იერიშების ქვეშ ყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში მარტო არ დარჩე. ამან, შესაძლოა, ადამიანებს და ერებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს ჩაფრინდნენ ისრაელში და მხარში ადუდგენენ ადამიანებს, რომლებიც ტერორისტების იერიშების მსხვერპლნი არიან, - განაცხადა ზელენსკის ჯერ კიდებ ბრუსელში ყოფნის დროს.