საჰაერო იერიშები ღაზას ტერიტორიაზე გრძელდება - ისრაელის თავდაცვის ძალები

12.10.23 10:34
საჰაერო იერიშები ღაზას ტერიტორიაზე გრძელდება - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის არმია "ჰამასის" მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორზე შეტევას აგრძელებს - ინფორმაციას ისრაელის სამხედრო სპიკერი ჯონათან კონრიკუსი ავრცელებს.

მისი თქმით, ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები ცდილობენ, ჰამასის მიერ აგებულ მეორე ფენამდე მიღწევას.

რაც ჰამასმა გააკეთა მას შემდეგ, რაც მათ კონტროლი აიღეს თითქმის 20 წლის წინ, იყო გვირაბების ქსელის აშენება ღაზას ქალაქიდან და ღაზას ქალაქის ქვეშ ხან იუნისამდე და რაფამდე.

ახლა ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ იმ მეორე ფენას, რომელიც ჰამასმა ააგო. ეს არ არის ბუნკერები ღაზის მოსახლეობისთვის, რომლებზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ისრაელის თავდასხმის დროს - აღნიშნა მან.

 

მსგავსი სიახლეები