ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში იერიშები გააახლა - იბომბებოდა ჰამასის ობიექტები

12.10.23 10:38
ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში იერიშები გააახლა - იბომბებოდა ჰამასის ობიექტები

ღამით ცახალმა ღაზას სექტორში ობიექტებზე მასირებული შეტევები გააახლა. სამიზნე ჰამასის ობიექტებია. 

ცახალის წარმომადგენელმა უცხოურ მედიასთან განაცხადა, რომ კიბუცაში 100-მდე ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ბავშვების და ჩვილების. მისი თქმით, ცახალი ცდილობს ჰამასის გვირაბი გაანადგუროს. მათი სამიზნეა ასევე, ტერორისტეული ორგანიზაციების ლიდერები. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ჰამასს ტყვეები მიწის ქვეშ ჰყავდეს გადამალული.

შხემსა დაჯენინაში ღამით არეულობა იყო. პალესტინელები ცახალის ჯარისკაცებს ქვებს და ასაფეთქებელ მოწყობილებებს ესროდნენ. ისმოდა სროლის ხმაც. ამასთან, ტერორისტები სამხრეთშ შეღწევას ისევ ცდილობენ.

გაეროს გენერალური მიდვანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიწეოდოს. საუბარია საწვავსა და საკვებზე. რაზაში ასევე მთავრდება მედიკამენტები.