ისრაელში საგანგებო მთავრობა იქმნება - "ომის კაბინეტში" ოპოზიციის ლიდერებიც იქნებიან

12.10.23 11:17
ისრაელში საგანგებო მთავრობა იქმნება - "ომის კაბინეტში" ოპოზიციის ლიდერებიც იქნებიან

ისრაელში საგანგებო მთავრობა, „ომის კაბინეტი“ შეიქმნა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერმა განაცხადა. 

ირკვევა, რომ ომის საკითხებზე გადაწყვეტილებებს მთავრობასთან ერთად ოპოზიციის ლიდერებიც მიიღებენ, მათ შორის იქნება, ყველაზე დიდი საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზატორი ბენი განციც.

ასევე, ცნობილია, რომ ისრაელში რამდენიმე სამინისტროს ოპოზიციის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. საუბარია 5 სამინისტროზე. 
საგანაგებო მთავრობაში, რომელიც ომის მენეჯმენტისთვის შეიქმნა, ჩაერთვებიან ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნებიც.  

ჩვენ ვნახეთ მტაცებელი მხეცები, ჩვენ ვნახეთ ბარბაროსები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ჩვენ დავინახეთ სასტიკი მტერი, ვნახეთ დახვრეტილი ბიჭები და გოგონები შეკრული ხელებით, ცოცხლად დაწვეს კაცები და ქალები. ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს და დახოცეს, მებრძლებს თავები მოკვეთეს. პირობას ვდებ, ჰამაისი ყველა წევრი მკვდარი ადამიანია. 
ჩვენ შევქმნით ომის კაბინეტს, რომელსაც მე, პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციიის ლიდერი ბენ განცი ვუხელმძღვანელებთ. ეს იქნება ისრაელის საგანგებო მთავრობა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა ოპოზიციური ლიდერი ჩაერთვება. საგანგებო მთავრობამ შეკრიბა ისრაელის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნებიც. მათ შორის, უშიშროების საბჭოს ყოფილი შეფი. ყველანი ერთად იმუშავებენ, - განაცხადა ბინიამი ნეთანიაჰუმ.