ჰამასი ანარქიასა და ქაოსშია ჩაფლული და ეს უნდა გავზარდოთ - ისრაელის თავდაცვა

12.10.23 13:12
ჰამასი ანარქიასა და ქაოსშია ჩაფლული და ეს უნდა გავზარდოთ - ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წევრები ღაზას ადმინისტრირებას ვეღარ ახერხებენ, რადგან ისრაელის ჯარი მათ სუვერენულ ფუნქციონირების განადგურებას განაგრძობს.

დანიელ ჰაგარი მიიჩნევს, რომ ჰამასი ანარქიასა და ქაოსშია ჩაფლული, რაც მათი დამარცხების საშუალებას იძლევა.

ჩვენ ვანადგურებთ ჰამასის სუვერენულ ფუნქციონირებას, ის აღარ ახერხებს ღაზას ადმინისტრირებას. ჰამასი ანარქიასა და ქაოსშია ჩაფლული და ეს უნდა გავზარდოთ. ჩვენ ვიღებთ საშინელ ვიდეოებს და ვაფიქსირებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ვიყენებთ სახის ამოცნობას და ვიმახსოვრებთ, მათ არ ექნებათ იმუნიტეტი. მათ ვინც თავშესაფარს აძლევს, საკუთარ თავსაც და მის ოჯახსაც დიდი რისკის წინაშე აყენებს - აღნიშნა ჰაგარიმ.

მსგავსი სიახლეები