ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია ჰამასის შესაძლებლობებზე - ისრაელის ელჩი საქართველოში

12.10.23 14:46
ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია ჰამასის შესაძლებლობებზე - ისრაელის ელჩი საქართველოში

ჩვენ რა თქმა უნდა მოვიგებთ ამ ომს - საქართველოში ისრაელის ელჩმა  მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.  

ჰადას მეიცადი საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოვიდა მოხსენებით და ამჟამად მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა. დიპლომატის თქმით, "ჰამასის" უკან ირანი დგას.

მისივე თქმით, სწორედ ირანი აწვდიდა და აწვდის ჰამასს შეიარაღებას, წვრთნებს უტარებდა მათ, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები.

"ჰამასი არის ტერორისტული ჯგუფი, თავისთავად ისინი ვერ განახორციელებდნენ ამ თავდასხმას დაფინანსების, ლოჯისტიკური მხარდაჭერის თუ სხვა ხელშეწყობის გარეშე ირანისგან. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია ჰამასის შესაძლებლობებზე, ისევე როგორც, როგორ გამოიყენებს ჰამასი ამ შესაძლებლობებს. ესეც ირანის პასუხისმგებლობაა. ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის ჰამასს, წვრთნებს უტარებდა მათ, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები. ისინი  როგორც ღიად, ასევე ფარულად აგროვებდნენ დაფინანსებას. ჩვენ ვართ ტერორიზმთან ომში, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ძალები დღეს უკვე მუშაობენ სამოქალაქო პირების დასაცავად. ასევე, ჩვენ დავაზიანეთ ტერორისტების ინფრასტრუქტურა, რომ მათ ვეღარ შეძლონ ისრაელისათვის ზიანის მიყენება. " - თქვა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები