"რეისები არ არის, ბილეთები არ არის, ბევრია, ვისაც წამოსვლა უნდა" - რას ამბობენ ისრაელიდან ჩამოსული ქართველები

12.10.23 15:28
"რეისები არ არის, ბილეთები არ არის, ბევრია, ვისაც წამოსვლა უნდა" - რას ამბობენ ისრაელიდან ჩამოსული ქართველები

საქართველოს ათობით მოქალაქე, ვინც ბილეთის შეძენა მოახერხა უკვე თბილისშია. აეროპორტში აირზენას თვითმფრინავი 50 წუთის დაგვიანებით დაეშვა.

საქართველოს ათობით მოქალაქე, ვინც ბილეთის შეძენა მოახერხა უკვე თბილისშია, თუმცა ამბობენ, რომ ისრაელშიც ამ წუთებში ათობით ქართველი უშედეგოდ ცდილობს საქართველოში დაბრუნებას. ბილეთი ან ძვირია, ან საერთოდ არ იძებნება. ერთადერთ გამოსავლად ჩარტერული ფრენების დანიშვნა მიაჩნიათ, თუმცა ეს ვერსია მთავრობაში ამ დრომდე არ განიხილება.

ხალხს ეშინია, რეისები არ არის, მე არ ვიცი რას უყურებენ, სამალიოტში ათი ადგილი იყო, რომ მივიდა ხალხი ბილეთზე არ არის ბილეთებიო, ბევრი ქართველია, მაგრამ ვერავინ მოდის. ხუთი სამალიოტი წამომსვლელები არიან, ცუდი სიტუაციაა. ახლა ჩემს ბიჭს უნდა წამოსვლა ექვსნი არიან, ვერ მოდიან, ბილეთები არ არის. ფულს იხდი, მაგრამ ბილეთებს ვერ ყიდულობ", - ამბობს ისრაელიდან ჩამოსული ქართველი.

ქართველი ემიგრანტის თქმით, მძიმე სურათი იყო ადგილზე,  მათი თქმით, თავდასაცავ ადგილებთანაც კი ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს ტერორისტები.

საშინელი სურათი იყო, მჭირს ლაპარაკი. როცა იყო განგაში, ხომ გამოდიხარ რომ შეხვიდე და დაიცვა თავი, უფლება არ გქონდა იმიტომ, რომ ისინი იდგნენ გელოდებოდნენ და იქვე ხოცავდნენ ხალხს, ბავშვები მიჰყავდათ, ახალგაზრდა გოგოები მიჰყავდათ საშინლად აწამებდნენ. ძალიან ძვირია ზოგი ბილეთი", - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

მსგავსი სიახლეები