გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ისრაელში ჩავა

12.10.23 18:53
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ისრაელში ჩავა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ხვალ ისრაელში ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში გამართული მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები