ვინ ამარაგებს იარაღით ჰამასს - უკრაინის დაზვერვამ სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროება დაიწყო

12.10.23 20:01
ვინ ამარაგებს იარაღით ჰამასს - უკრაინის დაზვერვამ სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროება დაიწყო

 

ვინ ამარაგებს იარაღით ჰამასს. უკრაინის დაზვერვამ სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროება დაიწყო. უკრაინიდან ნადავლის სახით წაღებულ იარაღს პუტინის რეჟიმი ტერორისტებს აწვდიდა. უფრო მეტიც, რუსეთის დახმარებით ღაზას სექტორში კალაშნიკოვის ავტომატის და ვაზნების წარმოებაც ხდებოდა. ჩვენ მარტო არ ვართ - ამბობს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი  ინტერვიუში, როდესაც რუსეთიდან მიღებულ დახმარებაზე საუბრობს.  ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება და პრაქტიკულად აღიარება, რომ ჰამასის უკან მოსკოვი დგას. 

ომის მეექვსე დღეს კი ისრაელი ტერორისტებს ულტიმატუმს უყენებს.  არც ელექტროენერგია, არც წყალი და არც საწვავი ვიდრე მძევლები არ გათავისუფლდებიან. ღაზას სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. არ აინთება არც ერთი ელექტრო ჩამრთველი ვიდრე მძევლები არ დაბრუნდებიან - ეს გზავნილი მიიღო თელავივიდან ჰამასმა. ისრაელი დახმარების პირობას მთელი ცივილიზებული სამყაროდან იღებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ომში მყოფ ქვეყანაში იმყოფებიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ შეიჭრა ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე. კადრებში ისმის რუსულენოვანი ფრაზები, რომელზეც საუბრობენ ის პირები, რომლებიც ისრაელის საზღვარს კვეთენ.

"დამაზღვიე", რამდენჯერმე ისმის ეს ფრაზა რუსულად და ეს ვიდეო კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ამ პროცესებში მონაწილეობს.

 დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.