"უახლოეს დღეებში კლინიკები მორგებად გადაიქცევა" - ღაზას სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

12.10.23 20:10
"უახლოეს დღეებში კლინიკები მორგებად გადაიქცევა" - ღაზას სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

უახლოეს დღეებში კლინიკები მორგებად გადაიქცევა - ექიმები კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობენ.  საავადმყოფოებში მხოლოდ ოთხი დღის სამყოფი მედიკამენტების  მარაგია.  ღაზას სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ვრცელდება უმძიმესი კადრები  უმძიმესი რეალობის შესახებ. კლინიკები გადავსებულია ცხედრებით. დაჭრილებისთვის კი ადგილები აღარ რჩება. ჩვილებს, მოზარდებს,  ექიმები დახმარებას დერეფნებში  უწევენ, თუმცა მალე პაციენტების მიღება კლინიკებში  შეუძლებელი იქნება.

 დრო ძალიან ცოტაა. თუ ასე გაგრძელდა, საავადმყოფოებში სამედიცინო მარაგები ბოლომდე ამოიწურება. შიშველი ხელებით კი ექიმები ადამიანების  გადარჩენას უბრალოდ  ვერ შეძლებენ. ამიტომ მედიკოსები უსაფრთხო გასასვლელს ითხოვენ მარაგების შესავსებად და დაჭრილების სხვაგან გადასაყვანად. ომის მეექვსე დღეს  უმძიმესი მდგომარეობაა ფრონტის მეორე მხარესაც. ადამიანები, ვინც ისრაელში ჰამასის რაკეტებს გადაურჩა იხსენებენ, რა ჯოჯოხეთი გამოიარეს.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.