ექვსი დღე ომიდან და არც ერთი ჩარტერული რეისი - ბილეთის რიგს ისრაელში საქართველოს ასობით მოქალაქე ელოდება
ქართველი მგზავრებით გადაჭედილი თელავივის აეროპორტი. სალაროებთან გრძელი რიგები დგას, თუმცა უმართლებს მხოლოდ რჩეულებს. ისრაელიდან ჩამოსულები "პირველებს" უყვებიან, რომ ბილეთები ინტერნეტში ელვის სისწრაფით იყიდება, ამიტომ ასეულობით ადამიანი მეექვსე დღეა მოლოდინის რეჟიმშია. დღეს თელავივიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა, თუმცა აეროპორტში დარჩენილებს მინიმუმ 5 თვითმფრინავი სჭირდებათ - ამბობენ იღბლიანი რეისის მგზავრები.
ვისაც საკმარისი ფული არა აქვს არჩევანის გაკეთება საკუთარი ოჯახის წევრებს შორის უწევს - ვინ წამოვა საქართველოში და ვინ დარჩება ომის ეპიცენტრში. ისრაელში ჩარჩენილები საქართველოს ხელისუფლების კეთილ ნებას ელოდებიან, თუმცა ჩარტერული რეისები თელავივის მიმართულებით არ ინიშნება. კომერციული რეისების ფული კი ბევრს არ აქვს. ამიტომ რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქისთვის ბენ გურიონის აეროპორტი უკვე მე-6 დღეა სახლიც არის და თავშესაფარიც.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.