ჰამასის შეჭრა ისრაელში - კადრებში რუსულენოვანი ფრაზები ისმის

12.10.23 20:08
ჰამასის შეჭრა ისრაელში - კადრებში რუსულენოვანი ფრაზები ისმის

 

 

 

ვინ ამარაგებს იარაღით ჰამასს. უკრაინის დაზვერვამ სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროება დაიწყო. უკრაინიდან ნადავლის სახით წაღებულ იარაღს პუტინის რეჟიმი ტერორისტებს აწვდიდა. უფრო მეტიც, რუსეთის დახმარებით ღაზას სექტორში კალაშნიკოვის ავტომატის და ვაზნების წარმოებაც ხდებოდა. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ შეიჭრა ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე. კადრებში ისმის რუსულენოვანი ფრაზები, რომელზეც საუბრობენ ის პირები, რომლებიც ისრაელის საზღვარს კვეთენ.

"დამაზღვიე", რამდენჯერმე ისმის ეს ფრაზა რუსულად და ეს ვიდეო კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ამ პროცესებში მონაწილეობს.