ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლებას ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

13.10.23 10:10
ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლებას ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლებას ევაკუაციისაკენ მოუწოდებს და ამისთვის 24 საათს აძლევს.

ისრაელის არმია ფიქრობს, რომ "ჰამასის" მებრძოლები გვირაბებში სახლების ქვეშ და შენობებში იმალებიან, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. 

სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ჰამასი" მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. 

მისი თქმით, სამხედროებს სურთ მინიმუმამდე დაიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი.

თავდაცვის ძალები მოუწოდებს ღაზას ქალაქიდან ყველა მშვიდობიანი მოსახლეობას  ევაკუაციისკენ,  თავიანთი სახლებიდან სამხრეთით, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, გადავიდნენ მდინარის სამხრეთ მხარეს. მოშორდით იმ საცხოვრებელ სახლებს, რომლის ქვეშაც ჰამასი გვირაბებში იმალება.  ღაზაში დაბრუნება მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ, როცა გაკეთდება სხვა განცხადება  ნებართვის შესახებ. ნუ მიუახლოვდებით უსაფრთხოების ღობის ტერიტორიას ისრაელის სახელმწიფოსთან - განაცხადა თავდაცვის სპიკერმა.

ჰამასმა კი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, მიუხედავად ისრაელის გაფრთხილებისა. 

პარალელურად კითხვები აქვს გაეროს, მათი განცხადებით, მილიონ 100 ათასი ადამიანის გაყვანა შეუძლებელი იქნება 24 საათში. თავად გაერომ უკვე გაიყვანა მისი დამხმარე ჯგუფები სამხრეთით.

 

 

მსგავსი სიახლეები