ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 1 500-ს გადააჭარბა, დაშავებულია 6 612 პალესტინელი

13.10.23 10:34
ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 1 500-ს გადააჭარბა, დაშავებულია 6 612 პალესტინელი

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1537-მდე გაიზარდა, დაშავებულია 6 612 პალესტინელი. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდა, თავი სამხრეთს შეაფარონ.