ისრაელში ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ჩავლენ

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელში ჩავლენ.
ისინი შეხვდებიან ისრაელის ოფიციალურ პირებს და სოლიდარობას გამოუცხადებენ "ჰამასის" თავდასხმების მსხვერპლებს.