აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დღეს ისრაელს ეწვევა

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა და ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.
პენტაგონში განმარტავენ, რომ ოსტინის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტების ბოლოდროინდელი თავდასხმების ფონზე.
მოსალოდნელია, რომ ლოიდ ოსტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს, რათა განიხილონ ისრაელის ოპერატიული დაგეგმარება და ამოცანები და უსაფრთხოების დახმარების საჭიროებები შაბათს დილით დაწყებული თავდასხმების სერიის საპასუხოდ.