TASS: რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა

13.10.23 10:48
TASS: რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა  - ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია "TASS" წერს.

მედია წერს, რომ ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში განუცხადეს.

საქართველოდან აბიტურიენტებს სთავაზობენ ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [МГУ ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [МГИМО] გარდა.

"დაახლოებით 100 განაცხადი უკვე შემოვიდა", - განაცხადა სექციის თანამშრომელმა და აღნიშნა, რომ წელს კვოტა 200 ადგილია.

რუსეთის ინტერესების განყოფილება ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან შეუწყობს ხელს მომავალი სტუდენტების ნათესავებისა და მეგობრების რუსეთში ჩასვლას.

მსგავსი სიახლეები