ისრაელს არ სურს, ზიანი მიაყენოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას - თავდაცვა
ისრაელს არ სურს, ზიანი მიაყენოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
ჰაგარის თქმით, ისრაელს არ შეუძლია იცხოვროს „ჰამასის“ ისლამური სახელმწიფოს მმართველობით მის საზღვრებთან.
ისრაელს არ სურს, ზიანი მიაყენოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიცხოვროთ „ჰამასის“ ისლამური სახელმწიფოს მმართველობით ჩვენს საზღვრებთან. ჰამასმა“ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი აქტი, რომელიც მსოფლიოს უნახავს. ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობის ევაკუაციას, რათა დავანგრიოთ ეს ორგანიზაცია, ჩვენ ვაგზავნით გაფრთხილების შეტყობინებას საკომუნიკაციო არხებით არაბულად. არსებობს გზები, რომ მესიჯი მივიდეს მოსახლეობამდე. ვინც არ უსმენს ამ რეკომენდაციებს, საფრთხეში აყენებს თავის ოჯახს". - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.