ყველაზე დიდი მოლოდინის დღე ისრაელში - ტერორისტები საღვთო ომით იმუქრებიან
საყოველთაო ჯიჰადი. ტერორისტები საღვთო ომით იმუქრებიან. 13 ოქტომბერი არაბული სამყაროს მობილიზების დღედ არის გამოცხადებული. ჰამასი იმუქრება, რომ ებრაელებს თავს დაესხმებიან და შურს იძიებენ. ისრაელში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
მოსახლეობა გარეთ გასვლისგან თავს იკავებს. ჰამასის მოწოდების გამო, საომარი მოქმედებების ზონაში დაძაბულობა პიკს აღწევს. შეტევები და ძლიერი აფეთქებები გრძელდება ღაზას სექტორში.
ისრაელის თავდაცვაში ამბობენ, რომ ექვსი დღის განმავლობაში ჰამასის სამხედრო ობიექტებს ექვსი ათასი ჭურვი ესროლეს. ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 1 500-ს გადააჭარბა. დაშავებულია 6 ათასზე მეტი პალესტინელი.