ტერორისტები არაადამიანურად მოექცნენ ხალხ, ვგრძნობთ ქართველების მხარდაჭერას - ისრაელის მოქალაქე
მოსახლეობა გუშინ გვიან ღამით თელავივის ცენტრში იყო შეკრებილი. მათ სანთლები დაანთეს და გარდაცვლილთა სულებისთვის ილოცეს. მათ ასევე ილოცეს მშვიდობისთვის.
მათი თქმით, ახლა ყველაზე მთავარი ამოცანა ებრაელი ხალხისთვის არის ტერორისტები დამარცხება.
სამწუხაროდ, მე არ შემიძლია არმიას შევუერთდე ქვეყნის დასაცავად. ამიტომ, რაც შემიძლია არის ის, რომ ვიდგე აქ, დავანთო სანთლები და ვილოცო გარდაცვლილთა სულებისთვის. ის, რაც მათ განიცადეს, არ არის მხოლოდ სიკვდილი. ისინი აწამეს, არაადამიანურად მოექცნენ და ასე დაასრულეს სიცოცხლე. ამ უმძიმეს დღეებში ვგრძნობთ ქართველების მხარდაჭერას. პირველი ზარი, ომის დაწყების დღეებში სწორედ ჩემი ქართველი მეგობრისგან მივიღე. მთავაზობდა რომ მასთან საქართველოში ჩავსულიყავი, უსაფრთხო ადგილას. ეს ძალიან გულისამაჩუყებელი იყო". - ამბობს ისრაელის მოქალაქე.