დარწმუნებულები ვიყავით მოვკვდებოდით, გვინდოდა სცოდნოდათ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა - „ჰამასის“ თავდასხმას გადარჩენილი წყვილი
დარწმუნებულები ვიყავით მოვკვდებოდით, გვინდოდა სცოდნოდათ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა - „ჰამასის“ თავდასხმას გადარჩენილი წყვილი ცნობილი ფოტოს ისტორიას იხსენებს.
ამიტ ბარიმ და მისმა მეგობარმა ბიჭმა, ნირ დე ჯორნომ სელფი, „ჰამასის“ ტერაქტის დროს, ბუჩქებში დამალვისას გადაიღეს.
„უცებ თქვი, რომ სელფის გადაღება გინდოდა, მე კი გავბრაზდი, რადგან იმ მომენტში ვერ მივხვდი, რა კავშირში იყო. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენ რომ მოვკვდებოდით, ჩვენი ოჯახი, სულ მცირე, ბოლო მომენტამდე შეინარჩუნებდა ხსოვნას, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. შენ შენი სხეულით დამიცავი და მე ვფიქრობ ყველა სხვა წყვილზე, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული დასასრული აქვს“, - წერს ამიტ ბარი.