ღაზადან ისრაელში 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს - ჰამასი უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს

ჰამასი უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს. ან სიკვდილი, ან თავისუფლება - ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, იტყობინება რომ შურისძიება ისრაელზე კიდევ უფრო მძიმე ფორმებში გადავა.
ბოლო ერთ საათში, ღაზადან ისრაელში 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. სამიზნე ქალაქი შდეროთი და ბენ-გურიონის აეროპორტი იყო. ეს ნიშნავს, რომ მიწასთან გასწორებული ღაზიდანაც გაჩერებას არ გეგმავენ.
ხალხის ევაკუაციისთვის მიცემული 24 საათი გადის, თუმცა ტერორისტები პალესტინელებს ფაქტობრივად სახლში გამოკეტვას ურჩევენ.
პარალელურად, ისმის კითხვა - იყენებს თუ არა ისრაელი აკრძალულ იარაღს? "ჰიუმან რაითს ვოთჩი" ეჭვობს რომ ლიბანსა და ღაზაში თეთრი ფოსფორია გამოყენებული.