ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ ამ ომში - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ ამ ომში - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტიმ თელ-ავივში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ, ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თქვენ აქ ჩვენთან ერთად დგახართ, ბატონო მდივანო, თქვენ გვაჩვენეთ, რას ნიშნავს იყო მოკავშირე, იყო მეგობარი, იყო ძმა - თავდაცვითი თანამშრომლობა და აშშ-ს მხარდაჭერა პენტაგონში, თეთრ სახლში, კონგრესში, უზრუნველყოფს ჩვენს შესაძლებლობებს. ეს არის ომი თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ და ჩვენ ფრონტის ხაზზე ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ ამ ომში". - განაცხადა იოავ გალანტიმ.