ომი ისრაელის საზღვრებს სცდება - "ჰეზბოლა" საომარ მოქმედებებში ოფიციალურად ერთვება

13.10.23 16:59
ომი ისრაელის საზღვრებს სცდება - "ჰეზბოლა" საომარ მოქმედებებში ოფიციალურად ერთვება

ომი ისრაელის საზღვრებს გასცდება. "ჰეზბოლა" საომარ მოქმედებებში ოფიციალურად ერთვება.  ტერორისტული დაჯგუფება, ჰამასის მებრძოლებს სრულ მხარ დაჭერას უცხადებს. ისრაელს ბრძოლა,  ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოუწევს. 

საყოველთაო ჯიჰადის დაანონსების შემდეგ, პალესტინელების სახელით ჰამასი ეგვიპტელებსა და ლიბანელებს ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ისრაელი კი ულტიმატუმის 24 საათს ითვლის.  ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვა, პალესტინელებს, ახლა უკვე არაბულ ენაზე ნათარგმნი, ხმოვანი შეტყობინებებით ურჩევს, სახლები დატოვონ და გაიქცნენ.
 

მსგავსი სიახლეები