დღეს გაბრაზების პარასკევია, არაბულ სამყაროს მოვუწოდებთ, გამოდით ღაზას დასახმარებლად - ჰამასი

13.10.23 17:16
დღეს გაბრაზების პარასკევია, არაბულ სამყაროს მოვუწოდებთ, გამოდით ღაზას დასახმარებლად - ჰამასი

მოსახლეობა ღაზას სექტორის დატოვებას არ აპირებს. მძიმე სანახავი იყო ჰამასის ლიდერის მიერ სისხლიანი ცხედრით ხელში გამართული ბრიფინგი, სადაც ის არაბულ სამყაროს მოუწოდებდა, რომ ღაზას მოსახლეობის დასაცავად საზღვრები გადმოკვეთონ და შეუერთდნენ ჰამასის ბრძოლას. 

ეს ის ხალხია, ვინც კლავს პალესტინელებს. როგორ ფიქრობთ ევროპას და ამერიკას სიმპათია ექნება იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ჩვენს შვილებს და ქალებს კლავენ? რა სახის დემოკრატიაა ეს? გაანადგურეთ ჩვენი სახლები, მაგრამ ამ მიწას მაინც არ დავტოვებთ. დავბრუნდებით 1944 წლის საზღვრებში!! მოვუწოდებთ ეგვიპტელებს, იორდანელებს, ლიბანელებს - გადმოდით საზღვრებზე. ნუ დაელოდებით ვინმეს გადაწყვეტილებას! აქ თქვენი ხალხი იღუპება. დღეს გაბრაზების პარასკევია მსოფლიოს ყველა კუთხეში ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. არაბებს მოვუწოდებთ, გამოდით ღაზას დასახმარებლად. ჩვენ დავრჩებით ამ მიწაზე, მოგვკალით, მოკალით 2 მილიონი პალესტინელი, მაინც არსად წავალთ". - ამბობს ჰამასის წარმომადგენელი. 

პარალელურად, ამ წუთებში, გამაფრთხილებელი სიგნალები ისმის ისრაელის ჩრდილოეთის ქალაქებში. ჯერჯერობით უცნობია განხორციელდა თუ ლიბანიდან შეტევა.