წამზომი ჩართულია - გამთენიისას ისრაელი ღაზას სექტორზე ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებს

13.10.23 20:02
წამზომი ჩართულია - გამთენიისას ისრაელი ღაზას სექტორზე ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებს

პალესტინელებისთვის წამზომი ჩართულია. ისრაელის მიერ მიცემული 24 საათიანი ვადა გამთენიისას ამოიწურება. ამ დროში მილიონზე მეტმა პალესტინელმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს და სამხრეთით  გადავიდეს. ამის შემდეგ კი ისრაელი სექტორის მასიურ დაბომბვას და სახმელეთო ოპერაციას ერთდოულად დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ქვა-ქვაზე არ დარჩება. ისრაელის არმიის მთავარი ამოცანაა ჰამასის საიდუმლო გვირაბების განადგურება და ღაზას სექტორის მთლიანად გაწმენდა ტერორისტებისგან. 

ჰამასმა საკუთარი მოსახლეობის გაწირვა გადაწყვიტა. პალესტინელებს მოუწოდებენ, სახლებში დარჩნენ, რაც, პრაქტიკულად, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. 

„ჯოჯოხეთის ხვრელი კოლაფსის ზღვარზე“ - ასე მოიხსენიებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ღაზას სექტორს. „ან სიკვდილი ან თავისუფლება“ - ამ დევიზით კი  ტერორისტები მთელ არაბულ სამყაროს მოუწოდებენ ომში ჩართვას. პარალელურად, კი ისრაელის მიამართულებით თავდასხმები არ წყდება. დღეს ჰამაისის რაკეტების სამიზნე ერთდოულად რამდენიმე ქალაქი იყო.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები