ბავშვების დამწვარი ცხედრები და ნანგრევებში მოყოლილი ჩვილები - ომის ორი რეალობა

ფოტოებმა ისრაელიდან სასტიკი რეალობის შესახებ ყველაფერი თქვა. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შვიდდღიან ომს ახსოვს. ჰამასის თავდასხმის შედეგად დამწვარი ბავშვების ცხედრების ფოტოები ისრაელის მთავრობამ გამოაქვეყნა და მთელ მსოფლიოს აჩვენა ტერორისტების სისასტიკის შედეგი.
პარალელურად, ბავშვებს ეძებენ ღაზას სექტორში უზარმაზარი შენობების ნანგრევებში. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ჩვილის ამოყვანა მოხერხდა, მაგრამ ადგილზე ვერ მიდის სასაწრაფო პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის. ბავშვებს ქსოვილებში ახვევენ და ისე გამოჰყავთ ტერიტორიდან.
ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია. ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისია. თუ ადამიანების გაყვანა უსაფრთხო დერეფნის საშუალებით არ მოხდა, არსებობს შიმშილით და უწყლობით სიკვდილის რისკი. კლინიკებში იწურება მედიკამენტების მარაგი. დაჭრილი ადამიანების გადარჩენა სულ უფრო შეუძლებელი ხდება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.