ბავშვებს თვალებში ჩახედეს, მოკლეს და დაწვეს - უახლესი ინფორმაცია ისრაელიდან

13.10.23 21:23
ბავშვებს თვალებში ჩახედეს, მოკლეს და დაწვეს - უახლესი ინფორმაცია ისრაელიდან

 

 

 

ისრაელში უმძიმესი მდგომარეობაა - ქვეყანაში არსებულ სურათზე "ტვ პირველთან" ქართველი ემიგრანტი საუბრობს.

მისი თქმით, ტერორისტები ქალებს და ბავშვებს არ ინდობენ, მცირეწლოვნებს კლავენ და ცხედრებს წვავენ.

ახლა გელაპარაკებით და ისმის აფეთქების ხმები. ჩვენთვის არ არის მოულოდნელი, რომ ისრაელს ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც ყოველთვის იქნებიან მზად, ისრაელის წინააღმდეგ წამოსვლისთვის, მაგრამ ისრაელს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მტერი ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, არ თვლის. თუ ისრაელი დაყრის იარაღს, მაშინ ისრაელი აღარ იარსებებს. ჰამასის წევრები არასდროს არ გაჩერდებიან, ისინი არიან ცივილიზაციის საწინააღმდეგო ძალა. მათ უბრალოდ ჟლეტა აწარმოეს, შეხედეს ბავშვს თვალებში და მოკლეს, დაწვეს - აღნიშნა მედეა ახალკაცმა.