პალესტინელების მხარდაჭერა პუტინის აღგზნებულ თავში თუ დაფიქსირდებოდა - ციონ ალონი

13.10.23 21:48
პალესტინელების მხარდაჭერა პუტინის აღგზნებულ თავში თუ დაფიქსირდებოდა - ციონ ალონი

"რუსეთის პრეზიდენტის პარალელები მხოლოდ აღგზნებული პუტინის ტვინში თუ დაფიქსირდებოდა" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისრაელის პოლიტიკური პარტია "ახაზონის" თავმჯდომარემ განაცხადა. ციონ ალონი ამბობს, რომ ქვეითი ძალები და ტანკები რამდენიმე წუთის წინ ღაზას სექტორში შევიდნენ.

მისი თქმით, სამხედროებმა სხვადასხვა ინფორმაცია შეაგროვეს, რომლებიც შესაძლოა, დაკავებული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროს.

ქვეითი ძალები და ტანკები, რამდენიმე წუთის წინ ღაზის სექტორში შევიდნენ. სამხედროებმა სხვადასხვა ინფორმაცია შეაგროვეს, რომელიც შესაძლოა, გატაცებული და დაკარგული ადამიანების პოვნაში დაეხმაროს. ისრაელის სამხედროები ღაზის ტერიტორიის სიღრმეში არ შესულან. ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია. როდესაც ის დაიწყება, მთელი მსოფლიო აგუგუნდება, რადგან სულ სხვა მასშტაბით მოხდება. ეს არის ლოკალური ოპერაცია და ჩვენებმა დაადასტურეს, რომ კი შესულები ვიყავით, მაგრამ ეს არის მძევლების ოპერაცია.

24 საათი როდესაც გავა, ავიაცია დაიწყებს ძლიერ დაბომბვას. როდესაც სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ალბათ, ჰისბალასთან მოხდება შეტაკება. მინიმუმ 2 ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა. ის ფაქტი, რომ პუტინმა პალესტინელებს მხარი დაუჭირა, ცხადია. რუსეთის პრეზიდენტის პარალელები მხოლოდ აღგზნებული პუტინის ტვინში თუ დაფიქსირდებოდა. რუსეთი გაეროში არის, ამიტომ ჩვენ გაეროსი ნაკლებად გვჯერა, ისინი როდესაც საჭირო იყო, ხმას არ იღებდნენ. ჩვენი მიზანია, რომ ჰამასის მთელი ხელმძღვანელობა ამოწყდეს, ღაზის გარკვეულ ტერიტორიას კი დავიტოვებთ - აღნიშნა ციონ ალონმა. 

მსგავსი სიახლეები