ეს რთული ომი იქნება, მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლის - ისრაელის ჯარი ხვალ ღაზას სექტორში შევა

13.10.23 22:02
ეს რთული ომი იქნება, მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლის - ისრაელის ჯარი ხვალ ღაზას სექტორში შევა

ისრაელის ჯარები მოქმედებაზე გადადიან - როგორც "ტვ პირველს" პარტია "თაობები საქართველოსთვის" თავმჯდომარემ განუცხადა, ქვეყნის ჯარი ხვალ დილიდან ღაზას ტერიტორიაზე შევა. მისი თქმით, ომი რთული იქნება და მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის.

შოთა შალელაშვილის თქმით, 12 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ ბლინკენს ჰამასის წევრების მიერ გადაღებული კადრები წარუდგინა, სადაც ბავშვს მშობლის თვალწინ თავს ჭრიდნენ, შემდეგ კი დედას წვავდნენ.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხვალ დილიდან საქვეითო ჯარი შევა ღაზას ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რთულია, თუ ქვეყნის ჩრდილოეთით მეორე ფრონტი იქნება გახსნილი, მაგრამ ამისთვის ქვეყანა მზად არის. ჰისბალასთან ომი სხვა ომი იქნება. ეს იქნება რთული, ომი მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლის. კონსოლიდაცია დიდია, მაგრამ მე უფრო იმ სასტიკ დანაშაულზე ვილაპარაკებდი, რომელიც ჰამასის დაჯგუფებამ ჩაიდინა ისრაელის წინააღმდეგ.

გუშინ ვიზიტით იყო ჩამოსული აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და პრესკონფერენცია ჩაატარეს ნეთანიაჰუსთან ერთად. გახდა ცნობილი, რომ ნეთანიუჰუმ დაღუპული და ტყვედ აყვანილი ტერორისტებიდან, ართმეული ტელეფონების ფირები ანახა, რომლებიც იწერდნენ ჰამასის სისასტიკეს. როდესაც ნეთანიაჰუმ ბლინკენს აჩვენა, ორივე ტიროდნენ, ისეთი საშინელება ნახეს. ბავშვს თავს ჭრიდნენ დედის თვალწინ და შემდეგ, დედას წვავდნენ. წარმოგიდგენიათ ასეთი სიმხეცე?! - აღნიშნა შოთა შალელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები